Friday, April 26, 2013


პროექტის სახელწოდება: ეკოლოგიური ხაფანგები.
აქტუალობა: სოფლის მეურნეობაში პესტიციდების, ფუნგიციდებისა და ინსექტიციდების ინტენსიური გამოყენების შედეგად ცოცხალი ორგანიზმების დაბიძურება ტოქსიკური ნივთიერებებით.
პროექტის მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება კვებით ჯაჭვში ტოქსიკური ნივთიერებების  გადაადგილებისა და დაგროვების პროცესების შესახებ.
პროექტის მიმდინარეობა:  პროექტის დასაწყისში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია  ცოცხალ ორგანიზმების მიერ ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვების უნარისა და თავისებურებების შესახებ. კვებითი ჯაჭვის პირველი რგოლიდან მომდევნო რგოლებზე ტოქსიკური ნივთიერებების გადაცემისა და დაგროვების წარმოჩენის მიზნით, შეაგროვეს მასალა მოდელის შესაქმნელად. მოდელში სხვადასხვა ფერის ნათურა შეესაბამებოდა კონკრეტულ ტოქსიკურ ნივთიერებას. პირველ რგოლთან შედარებით მომდევნო რგოლებში ანთებული ნათურების რაოდენობის მატება მიუთითებდა ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებაზე.
პროექტის შედეგი:  მოსწავლეებმა გააანალიზეს ინსექტიციდებით, პესტიციდებით, ფუნგიციდებითა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებით ცოცხალი ორგანიზმების დაბინძურების საფრთხეები, როგორც ადამიანის ჯანმრთელობასთან, ასევე საარსებო გარემოსთან მიმართებაში.
მოსწავლეთა ასაკი: VII  და  IX  კლასის მოსწავლეები.
რესურსები: ინტერნეტი, ენციკლოპედია, სამეცნიერო ლიტერატურა, ფერადი ნათურები, მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის მოდელები, მუყაოს ყუთი, წებო, წებოვანი ლენტი.
პროექტის შესრულების ვადები: ორი კვირა.
პროექტის ხელმძღვანელი: სსიპ ქიწნისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი - მაია ქობლიანიძე.
პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  maiakoblianidze@gmail.com